აგუნას გადაძახება
07:01, 13 ივნისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: # ხალხური რელიგიური რიტუალი. სრულდებოდა ახალი წლის საღამოს...)
- ხალხური რელიგიური რიტუალი. სრულდებოდა ახალი წლის საღამოს ან მეორე დილას მარანში, სადაც ხონჩით მიჰქონდათ ღორის თავი, ყველიანი [[კვერი}კვერები]], პურები. საწნახელთან ილოცებოდნენ შემდეგნაირად: "აგუნა, აგუნა! გადმოიარე, ბახვი და ასკანა ჩამოიარე, ჩვენს მამულში - ყურძენი, სხვის მამულში - ფურცელი" (გურია); ახალ წელს გათენებამდე ან ახალი წლის დილით ვენახში ჩავიდოდა და დაიძახებდა: "აგუნამ ჩამეიარა, ჩვენი მამული ჩეიარა... გამოღმა ყურძენი, გაღმა - ფურცელი" (ლეჩხუმი).
- ნაკურთხი წყლის მიცვალებულის საკურთხზე დასხურება ნათლისღების დროს (გურია).
წყარო ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.