ალიგოტე
10:48, 15 ივნისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <center><small>ალიგოტე</small></center> ფრანგული წარმოშობის თ...)
ფრანგული წარმოშობის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ბურგუნდიაში მისი გაშენება მე-17 ს-ში დაიწყეს. მისი მეორე სახელწოდებაა პინო. იგი საქართველოში მე-20 ს-ის დასაწყისში შემოიტანეს და საცდელად გააშენეს სოფ. მუხრანის მევენახეობის ზონაში (მცხეთის რ-ნი). ამიტომაც ქართული ღვინის ასორტიმენტის სიაში მუხრანულის სახელითაა შესული. ალიგოტედან მზადდება სუფრის მაღალხარისხოვანი თეთრი ღვინო და შამპანური.