ამილახორი
საჯინიბოს უფროსი, ისტორიულად ერთ-ერთი დიდი მოხელე ძველ საქართველოში; სამეფო საჯინიბოებისა და აბჯარ-საჭურვლის გამგე.
ამირახორი, ამილახვარი (არაბ. ამირ ახურ - საჯინიბოს ამირა), გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო აპარატის სამხედრო უწყების მოხელე - ამირსპასალარის თანაშემწე, სავაზიროს წევრი სათათბირო ხმით. მისი ხელქვეითი მოხელენი იყვნენ მეაბჯრეთუხუცესი და მეჯინიბეთუხუცესი. დარბაზობის დროს ამილახორი პატივით მეჭურჭლეთუხუცესთან და მსახურთუხუცესთან იყო გათანაბრებული. საქართველოს სამეფოს პოლიტიკური დაშლის (XVI ს.) შემდეგ ამილახორი ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და, როგორც წესი, გორის მოურავიც იყო. ამ თანამდებობისგან წარმოდგა თავადთა გვარი ამილახვარი.
წყარო
სურგულაძე ი., ქსე, ტ. 1, გვ. 392, თბ., 1975 წ.