კაბა-კარდი
15:35, 8 თებერვალი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''კაბა-კარდი'''</big> ---- მამაკაცის სამგლოვიარო ტანსაცმელი. გლოვ...)
კაბა-კარდი
მამაკაცის სამგლოვიარო ტანსაცმელი. გლოვის დროს საქართველოში მამაკაცთათვის მიღებული იყო ქამარ-ხანჯლის გარეშე შავი ჩოხების ტარება. სპეციალურ ტანსაცმელს, რომელსაც ამ დანიშნულებით იყენებდნენ, ზემო იმერეთში კაბა-კარდი ერქვა, აღმოსავლეთ საქართველოში კი კაბა, რომელიც იყო ახალუხის ტიპისა ყოველგვარი გაწყობის გარეშე.