სათავსქვიოს კვერები
პატარა, ერთი ლუკმისხელა მრგვალი პურები, რომელთაც დიასახლისი შობის წინა საღამოს ოჯახის ყველა წევრს სასთუმლის ქვეშ ამოუდებდა. ასეთსავე კვერებს შეალაგებდა საცხოვრებლისა და პირუტყვის სადგომის კარის თავზე, კედელში კვალდასაჭერად (თუშეთი).