გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კულა

08:27, 9 მარტი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Kula.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>სასმისი კულა<...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სასმისი კულა

კულა


  1. ვიწროყელიანი, მუცლიანი ღვინის სასმისი; კულას ტანი განიერი, ნახევრად ცილინდრული, კვერცხისებური მოყვანილობისა აქვს და ჩიბი ეწოდება. ყელი აქვს გრძელი, აგრეთვე ე.წ. პირჩახეული ტუჩი. კულას ყელი პირისაკენ თანდათან ვიწროვდება;
  2. სახლის შუაგულში აღმართული ქვის ოთხკუთხედი სვეტი, რომელიც კეზის - თავხის საყრდენი იყო;
  3. სახლის მშენებლობისას საყრდენად გამოყენებული, ოთხკუთხედად ამოყვანილი და მშრალი წყობით მკვიდრად ნაგები ქვის ბოძი (ხევი);
  4. სამსართულიანი ციხე-სახლი, რომლის პირველი სართული საქონლის სადგომად გამოიყენებოდა;
  5. კალოს ბოძი (ხევსურეთი);
  6. ყორეს ბოძი;
  7. ქვისგან აგებული მთავარი სვეტი ხევსურულ სახლში.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=კულა&oldid=8215“-დან