გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ელეგი

ელეგი

ელეგი


სინონიმები: ელეღი, კანთარი, დუშლუღი

  1. მამაკაცის წელსზევითა ტანსაცმელი, ორად მოკეცილი ქსოვილისა, უსახელო, მაღალსაყელოიანი, გვერდებზე შეჭრილი. იკვრებოდა ღილებით. იცვამენ ჩოხის ქვეშ (ხევსურეთი); მასალად გამოიყენებოდა აბრეშუმი, შალი, მაუდი, ხშირად წინა და უკანა ზურგი სხვადასხვა ქსოვილისაა. დასარჩულებული იყო ფერადი ბამბის ქსოვილით. მისი ნაწილებია: წინა ორი კალთა და ზურგი. წინ მთლიანად ჩახსნილი და ღილ-კილოებით შესაკვრელი. "ჟილეტის" ტიპის ეს უსახელოებო ჩასაცმელი იყო საყელოიანი და უსაყელოც, გულისპირზე ჯიბით მორთული იყო სირმით და ზოგჯერ აპლიკაციითაც. უსახელებო ელეგს მეორენაირად "საზაფხულო ზუბუნსაც" უწოდებდნენ.
  2. ქალის წელზევითა სამოსი, უსახელო. იცვამენ გულმკერდის დასაფარავად.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ელეგი&oldid=5873“-დან