გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კვირიკობა

კვირიკობა


უხსოვარი დროიდან სვანეთში, სოფელ კალაში (მესტიის მუნიციპალიტეტი) 28 ივლისს წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლიგურკეს ეძახიან.

ახალგაზრდათა ჯგუფი წინა ღამით ფეხით ადის ტაძრამდე და დღესასწაულს ღამისთევით ეგებება. იკვლება საკლავი და ცხვება ტრადიციული კვერები, რომელსაც ლემზირებს უწოდებენ, სრულდება ამ დღისთვის განკუთვნილი საგალობლები, იმართება სხვადასხვა შეჯიბრებები. მათ შორის ყველაზე ცნობილი არის ეკლესიის ეზოში მდებარე ქვის ზურგზე გადაგდება და უზარმაზარი ზარის მხრებზე მოკიდება და დაკვრა.

წმინდა კვირიკეს ტაძარი (ლაგურკა) აგებულია XI საუკუნეში და ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი.

ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის კარის მხატვრის თევდორეს მიერ.