გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აივანი: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <center><small>აივანი</small></center> <big>'''აივანი'''</big> ---- (სპა...)
(განსხვავება არ არის)

11:14, 14 აპრილი 2023-ის ვერსია

აივანი

აივანი


(სპარ. بالکن) – 1. ბალკონი; შენობის ფასადის სიბრტყიდან გამოწეული და, როგორც წესი, შიგა სათავსებთან დაკავშირებული, მოაჯირით შემოსაზღვრული ბაქანი. 2. დერეფანი; საცხოვრებელი სახლის (კერძოდ, ქართული საცხოვრებელი სახლის) ერთ ან სამმხრივ ღია ნაწილი სვეტებზე დაყრდნობილი გადახურვით. ასეთი აივანი ქვედა სართულის კედლებზე ან ამგვარივე აივნის სვეტებზეა დაყრდნობილი, ან შეკიდულია.