გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბაბუჯები

ბაბუჯები


ქოშისებრი ფეხსაცმლის ტიპი. ქალების სახლში სახმარი. საპირედ გამოყენებული იყო წითელი მეში, ნაწიბურებზე ორნამენტებად ნაყში (ჩუქურთმა) ჰქონდა გამოყვანილი. ახალციხელი ხარაზები ბაბუჯებს საგანგებოდ პატარძლებისათვის ამზადებდნენ.


წყაროები

  • ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973 წ.
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ. თბ., მერიდიანი, 2011 წ.