გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

გალივანდი

16:13, 8 აგვისტო 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Galivandi.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>გალივანდი</s...)

გალივანდი

გალივანდი


სინ. გალიბანდი ყარაჩოხელლთა შავი ფერის, მრგვალი , აკეცილი ქუდი, ცხვრის დახუჭუჭებული მატლისაგან გაკეთებული.მისი ზედა ნაწილი მაუდისა იყო, ხოლო ბეწვი კრაველის. საგალივანდე კრაველი ორი კვირის განმავლობაში გამოყავდათ:ფიცარზე აკრავდნენ, ხეხდნენ, არბილებდნენ დაღანაკით, ბერტყავდნენ და ახუჭუჭებდნენ ფარდახტის დახმარებით. ასეთივე წესით მზადდებოდა კრაველის საყელოები და ქუდები. XIX ს-ში საქართველოს დიდ ქალაქებში გალივანდის ქუდებისა და კრაველის დამზადების სპეციალური სახელოსნოები არსებობდა. ხელოსნები გაერთიანებული იყვნენ ამქარში.