გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

გინგილა: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''გინგილა'''</big> ---- დიაკვნის ოლარი. დიაკვნის შესამოსლის ნაწილ...)
(განსხვავება არ არის)

11:13, 9 აგვისტო 2019-ის ვერსია

გინგილა


დიაკვნის ოლარი. დიაკვნის შესამოსლის ნაწილი, გრძელი, ვიწრო ქსოვილი, რომელსაც დიაკონი მარცხენა მხარზე დამაგრებულს ატარებს, ხოლო მისი ბოლო მარჯვენა ხელით უჭირავს ლოცვისას. გინგილა სამღვდელო ხარისხის მადლს, ანგელოზთა ფრთებს, ქრისტეს მსახურების ტკბილ ტვირთს ნიშნავს. დამსახურებულ დიაკვნებს, ჯილდოს სახით, ორმაგი გინგილას ტარების უფლება ეძლევათ, რომელიც ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო ფართოა. გინგილა შედის ასევე იპოდიაკვნის შესამოსელში, რომელსაც ის მკერდზე გადაჯვარედინებულს ატარებს.