გოჯი: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right"><center><small>გოჯი</small></center></di...) |
|||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
---- | ---- | ||
[[კატეგორია:გ]] | [[კატეგორია:გ]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მეტროლოგია]] |
მიმდინარე ცვლილება 08:33, 25 ნოემბერი 2019 მდგომარეობით
გოჯი
უძველესი ქართული სიგრძის საზომი. თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით ის წყრთის 1/16 ან ადლის 1/32 ნაწილია. მეტრულ სისტემაში შეადგენდა 3.165 სმ. შინაარსობრივად გოჯი წარმოადგენს მანძილს ცერის ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე. გოჯებით იზომებოდა სახვნელი იარაღების ნაწილები, მიწის ხნულის სიღრმე, გოჯის შესატყვისად მოგვიანებით დასტურდება ვერშოკი. რაჭა-ლეჩხუმში გოჯი უდრიდა ორი თითის სიგანეს ან ცერის პირველ სახსრის სიგრძეს, 5.5 გოჯი შეადგენს ერთ მტკაველს.
ლიტერატურა
- ივ. ჯავახიშვილი, ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, თბ., 1925 წ.
- გ. ჯაფარიძე, ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973 წ.
- ნ. ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, 1969 წ.