გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დევების სახლი

16:24, 11 აპრილი 2021-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დიდგორა


1975 წელს, ო. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სადაზვერვო თხრილები გაავლო ბერთაყანების ნასოფლართან არსებულ გამაგრებულ გორაზე, რომელსაც "დევების სახლს" ან "დიდგორას" უწოდებენ. ეს უკანასკნელი მდებარეობს ნასოფლართან არსებული ყორღანების ჩრდილოეთით, 500-600 მეტრის მოშორებით, თმოგვის ციხის მოპირდაპირედ. მთის წვერი მოვაკებულია და დასავლეთის მხარე შემოზღუდულია დიდი ქვის ლოდებით ნაგები კედლით, რომლის სიგრძე 50 მეტრია, სიმაღლე კი ზოგ ადგილას 2 მეტრამდეა შემორჩენილი. სადაზვერვო თხრილები გაკეთდა კედლიდან სამხრეთ-დასავლეთით 10-15 მეტრის მოშორებით არსებულ ნასახლარებზე, სადაც დიდი რაოდენობით გამოვლინდა შუა საუკუნეების კერამიკა.[1]

დევების სახლი

ქვეყანა საქართველო
რეგიონი სამცხე
მუნიციპალიტეტი ასპინძის
უახლოესი დასახლება თმოგვი
აბსოლუტური სიმაღლე 1525 მ
მოიცავს 0.16 ჰა
კედლის სისქე 1.5-2.0 მ
განედი 41.391166° N
გრძედი 43.324529° E
Google Plus კოდი 98RF+FR Tmogvi
ტიპი გამაგრებული დასახლება


წყარო

  • დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019

  1. ჯაფარიძე, ო., კიკვიძე ი., ავალიშვილი გ., წერეთელი ა., მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1970-1977 წწ.), თბილისი, 1981, გვ. 136-137