გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ზოფორი

09:09, 15 აპრილი 2023-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ზოფორი'''</big> ---- სინონიმი: '''ანთიფემა''' ბერძნული ტაძრების არქ...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ზოფორი


სინონიმი: ანთიფემა

ბერძნული ტაძრების არქიტექტურაში სკულპტურული ფრიზი, რომელიც ანტაბლემენტზე არქიტრავს გამოყოფდა კარნიზისაგან. ფარავდა ნაგებობის სახურავში განლაგებული კოჭების კავშირების კონსტრუქციებს. იონიურ არქიტექტურაში წარმოადგენდა მარმარილოს ბრტყელ ზედაპირს. კორინთულში კი შემკული იყო ცხოველთა გამოსახულებებით (აქედან მოდის ტერმინის სახელიც).