გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მითორგინაფა

12:30, 7 მარტი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (მომხმარებელმა Cqwito გვერდი „მოთორგინაფა“ გადაიტანა გვერდზე „მითორგინაფა“ გადამისამართების...)

მითორგინაფა


სინონიმი: მითოდგუმა

სამეგრელოს ყოფაში შემორჩენილი წეს-ჩვეულება, რომელიც თავის დროზე აღწერეს სერგი მაკალათიამ და თედო სახოკიამ. "მითორგინაფას" ჩვეულება სერგი მაკალათიამ შემდეგნაირად აღწერა: "...წინასწარ შეთანხმებით ორსული ქალისაგან ბავშვს იშვილებენ და უშვილო ქალი მუცელზე ბალიშს გაიკეთებდა, ვითომ ორსულად იყო. როდესაც ორსული ქალი მოიმშობიარებდა, უშვილო ქალიც ლოგინად წვებოდა და როგორც მშობიარე, კვნესოდა. ამ დროს მალულად მოიყვანდნენ ახალდდაბადებულ ბავშვს და მას ლოგინში შეუგორებდნენ, რასაც ეწოდებოდა "მოთორგინაფა" ან "მითოდგუმა" და ასეთი ბავშვი ითვლებოდა მის ნამდვილ შვილად. „მითორგინაფა“ ბიოლოგიური დედობის მასანქცირებელი წესჩვეულებაა. სიმულაციური აქტი გვიჩვენებს, რომ ბავშვი დედის ღვიძლი შვილია და მათ შორის კავშირი ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ უნდა ყოფილიყო შობის იმიტაციით. ბიოლოგიურ-გენეტიკური კავშირის ჩვენებით, ქალი იმავდროულად ხდება სოციალური დედა, ბიოლოგიური დედობა კი აფუძნებს სოციალურ დედობას (ანთელავა 1986 : 115). „მითორგინაფას“ კუვადის (cuvade – ფრ: გამოჩეკვა) ჩვეულებას უკავშირებს მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი (პროფ. ლ. მელიქსეთ-ბეგი, გ. ჩიტაია, ს. მაკალათია, თ. სახოკია – ნ. ა). ეს მსგავსება გამოწვეულია „მითორგინაფასა“ და კუვადის ჩვეულებების გარეგნული მსგავსებით