გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

რქაწითელი

08:11, 9 სექტემბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Rqaciteli.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>რქაწითელი</s...)

რქაწითელი

რქაწითელი



კახური ვაზის ჯიში

უნივერსალური ვაზის ჯიშია - იგი იძლევა სუფრის ევროპული და კახური, სადესერტო და შემაგრებულ ტიპის ღვინოებს; ღვინომასალას ბრენდისა და ცქრიალა ღვინოებისათვის. მარცვლის სასურველი წვნიანობა, წვენის მაღალი შაქრიანობა, საკმაო მჟავიანობა და სასიამოვნო არომატი განაპირობებს რქაწითლის ძირითად გამოყენებას სუფრის ღვინოების დასაყენებლდ. ღვინოს ახასიათებს თავისებური ხილის ბუკეტი, სინაზე, სიმსუბუქე, ჰარმონიულობა და სასიამოვნო გემო. კახეთის სხვადასხვა კუთხეში რქაწითლისაგან სხვადასხვა ტიპის ღვინოები მიიღება: ევროპული ტიპის ღვინოებიდან გამორჩეულია კონდოლის, წინანდლის, კისისიხევის, ქვემო ხოდაშნის, ვაზისუბნის და მუკუზნის თეთრი სუფრის ღვინოები - ცნობილი ღვინოა ადგილწარმოშობის კონტროლირებადი დასახელების წინანდალი, სადაც რქაწითელი კახურ მწვანესთან ერთად მონაწილეობს (75% რქაწითელი + 15% მწვანე კახური). საუკეთესოა ქვევრში დაყენებული რქაწითლის ღვინოები გურჯაანიდან, სიღნაღიდან და სხვა რაიონების ადგილებიდან.

სოკოვან დაავადებათა მიმართ დამაკმაყოფილებელი გამძლეობისაა - ჩვეულებრივ, იგი ჭრაქს უკეთ უძლებს, ვიდრე ნაცარს. ზამთრის ყინვებს უდავოდ კარგად იტანს. ახასიათებს გარემო პირობებისადმი შეგუების კარგი უნარი. ყურძენს სასუფრე ყურძნადაც იყენებენ. იძლევა მაღალი ღირსების უალკოჰოლო წვენს. გამოვლენილია რქაწითლის ვარდისფერმარცვლიანი ვარიაცია, რომელიც 1948 წელს იქნა აღმოჩენილი ვ. ლოლაძის მიერ. დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებული ჯიშია როგორც საქართველოში (პირველ ადგილზეა ვენახების ფართობის მხედვით), ისე აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.


წყარო