გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

საკურცხილი

13:03, 15 სექტემბერი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''საკურცხილი'''</big> ---- სკამ-სავარძელი, საუფროსო სკამი განკუთვ...)

საკურცხილი


სკამ-სავარძელი, საუფროსო სკამი განკუთვნილი ოჯახის უფროსი მამაკაცისათვის. საკურცხილი მზადდება სხვადასხვა ჯიშის ხისგან: ნაძვი, ფიჭვი, ცაცხვი. საკურცხილის დასამზადებლად იხმარება იარაღები - საჩვრეტი, ჩქუთი, თხელი წალდი. საკურცხილის ნაწილები შეკრულია უწებოდ და ულურსმოდ. საკურცხილი მახვშის უფლების ატრიბუტია. საკურცხილი დგას კერასთან და მთავარ როლს ასრულებს სვანთა რიტუალურ და სოციალურ ყოფაში. შდრ.: საკარცხული.