გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ქოცო

13:22, 2 მარტი 2021-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Qoco.png

ქოცო


მცირე ტევადობის თიხის ქვევრი, ღვინის არყისა და ტკბილის ჩასასხმელად. ქვევრზე პატარაა და კოკაზე მოზრდილი – 20-40 ლიტრის ტევადობის. მცირე ტევადობის ქვევრთა რიცხვს მიეკუთვნება აგრეთვე ყვიბარი", ლახუტი. (დას. საქ.), ლაგვანი (სამეგრ.), შროშაში 10 – 12-ლიტრიანი ქოცოებიც მზადდება.

აღსანიშნავია, რომ სულხან-საბას ლექსიკონისეული განმარტება მცირედი ცვლილებით ჯერ კიდევ შემორჩენილია იმერეთის რეგიონში, სადაც დიდი ზომის თიხის საღვინე ჭურჭელს ჭურს უწოდებენ, უფრო მცირეს ქვევრს, რომელიც ჭურისაგან მხოლოდ ტევადობით განსხვავდება. ქვევრზე უფრო პატარა ზომის ჭურჭელს კი ქოცო ჰქვია.


წყაროები


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ქოცო&oldid=12907“-დან