გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

გვარლი

12:19, 9 აგვისტო 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''გვარლი'''</big> ---- ბალახისაგან დამზადებული თოკი. ზოგან მას ულო...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

გვარლი


ბალახისაგან დამზადებული თოკი. ზოგან მას ულოსა და წირეხს უწოდებენ. გვიმი ჭისა - ქვის, თიხის ან ხის მრგვალი მილი, რომელიც იდგმებოდა ჭის თავზე წყლის სისუფთავის დაცვის მიზნით. ეთნოგრაფიულ ყოფაში (დას. საქ.) გვხვდება ქვის კარგად დამუშავებული გვიმები, როგორც მთლიანი - ერთ ქვაში გამოკვეთილი, ასევე ორნაწილიანი, რომელსაც თავში რკინის სალტე აქვს შემოჭერილი. ქვის გვიმს აქვს თავი და გამოწეული „ტაფა“ წყლის ჭურჭლის დასადებად. გვიმის პრაქტიკული და ესთეტიკური დანიშნულება კარგადაა შეხამებული ისეთ მნიშვნელოვან საყოფაცხოვრებო ობიექტთან, როგორიცაა ჭა და მისი ჰიგიენური უსაფრთხოების დაცვის გარანტიას იძლევა.


ლიტერატურა

  • ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001 წ.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=გვარლი&oldid=4118“-დან