გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ჯვრის შეკაზმვა

07:32, 25 ივნისი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ჯვრის შეკაზმვა'''</big> ---- ქორწილის წინ სიძის დას ან რძალს (აუც...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ჯვრის შეკაზმვა


ქორწილის წინ სიძის დას ან რძალს (აუცილებლად დედმამიანს) ნათლიისათვის ჯვარი უნდა შეეკაზმა. ჯვარი იყო სადგარში ჩასმული ტოტებიანი ხე. იგი მთელი ქორწილის მანძილზე ნათლიას ებარა. ჯვარზე წვერზე ჩამოაცვამდნენ მრგვალად მოხარშულ ქათამს, გვერდით წვეროებზე კი - ვაშლებს. ნათლია ჯვარს ნეფის სახლში ქორწილის დასრულებამდე ნეფე-დედოფალის წინ დგამდა.