გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ამაღლება

ამაღლება


რელიგიური დღესასწაული, მოძრავია, აღინიშნება აღდგომის მეორმოცე დღეს, ხუთშაბათობით. მისი სვანური ხალხური ვარიანტია ანღლაბი. ანღლაბის დღესასწაულზე ატარებენ საოჯახო ლიმზირს. ახალი მიცვალებულის ჭირისუფალი (წლისთავამდე) შინაც უკურთხებს თავის მიცვალებულს სუფრას და სასაფლაოზეც გააქვს ტაბლა, სადაც მთელი სოფელი იკრიბება.