არკბუტანი
არკბუტანი
(ფრან. Arc-boutant) – გარესაყრდენი თაღი, ნახევარრკალის ფორმის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც კამარას გამბჯენ ძაბვებს საგანგებო საყრდენებს – კონტრფორსებს გადასცემს და კედლის ან სვეტის სისქის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას იძლევა.