არქივოლტი
არქიტექტურული დეტალი, თავსართი, ორნამენტით შემკული მთლიანი ან დანაწევრებული არშია, რომელიც თაღის რკალს კედლის სიბრტყისაგან გამოყოფა. გავრცელებულია როგორც ძველ, ისე თანამედროვე არქიტექტურაში.