გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბეჰისთუნის წარწერა


ბისოთუნი

Plan behistun inscription.jpg

ბეჰისთუნის წარწერის სქემა

ბეჰისთუნის წარწერა (ასევე Bisotun, Bistun ან Bisutun; სპარსულად: بیستون‎‎, ძველი სპარსულით: Baga-stana, რაც "ღმერთის სამყოფელს" ნიშნავს) არის ნაწილი დიდი რელიეფური გამოსახულებისა თანამედროვე ირანის ქერმანშაჰის პროვინციაში, ბეჰისთუნის მთის კირქვის ფლატეზე.
ადგილი სპეციალურადაა შერჩეული, რადგან სწორედ ამ ფლატის ძირში გადიოდა უძველესი საქარავნე გზა, რომელიც ბაბილონსა და მიდიის დედაქალაქს, ეკბატანას აკავშირებდა.
ბარელიეფები და წარწერები გზიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ზომებია 15 მ სიმაღლეში და 25 მ სიგანეში.
წარწერების იდენტური ტექსტი სამ ენაზეა შესრულებული: ძველ სპარსულად, ელამურად და ბაბილონურად (აქადურის ვარიანტი). ძეგლი ძვ. წ-აღ. 521-520 წლებით თარიღდება.
წარწერა შეიცავს სპარსეთის მეფე დარიოს I-ის მიერ პირველ პირში გადმოცემულ ტექსტს, რომელიც ფაქტიურად, მთელი მისი მეფობის ისტორიას ასახავს.