გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დედაბოძი

დედაბოძების ნიმუშები

დედაბოძი


სინონიმი: გულთაბოძი

ძველი ქართული სახლის - დარბაზის მთავარი ბოძი. მთლიანი ხისაგან გამოთლილი დიდი, თავფართო სვეტი. დგას შუაში და მას ეყრდნობა გვირგვინიანი გადახურვა. ჩვეულებრივ, საგანგებოდაა დაჭრელებული. გამოსახავდნენ გეომეტრიულ ორნამენტებს, ფრინველებს, ცხოველებს, ბორჯღალას, მზესა და სხვ. დაბლა კერაა, თავთან - ერდო. იგი განასახიერებს ცისა და მიწის კავშირს, სამყაროს ღერძს.