ზარადი
ზუჩის ჯაჭვი (სულხან-საბა). ზარადი წარმოადგენს ჯაჭვის ბადეს, რომელიც გარშემოკრულია საომარ თავსაბურავებზე, მუზარადსა და ჩაჩქანზე. ზარადის თითოეული რგოლი (ჭიკუ) უმეტეს შემთხვევაში უფარეშოა, ანუ რგოლის თავები უბრალოდ მიახლოებულია ერთმანეთთან.