ზუჩი
ზუჩი
ძველი მეომრის რკინის ქუდი, რომელსაც წინ და უკან ზარადი ჰქონდა გრძლად ჩამოშვებული სახისა და კისრის დასაფარავად.
ზუჩნიცა არიან ხუთგვარნი: რომელსა თავსა დასარქმელი რკინა აქვს, რომელსა კვერცხად სახელსდებენ, და ზარადი წინა და უკანით გრძელად, იგი არს ზუჩი, რომელიმე მუზარადად უჴმობენ; არს მგზავსი ქუდისა, უზარადო, საცხვირე გრძელი, იგი არს ჩაფხუტი; და არს თხემსა ზედა მცირე პოლოტიკი და ზარადი კისრის კერძოთა და პირსა არარა, იგი არს ჩაჩქანი, და სხვა არს, რომელსა პოლოტიკი არა აქვს, თავს სახურავი ლიტონი ჯაჭვია, იგი არს ჩაბალახი (სულხან-საბა).