კაბიწი
კაბიწი
მარცვლეულის საწყაო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული VI-XVI საუკუნეებში, იშვიათად ხმარობდნენ XVII-XVIII საუკუნეებშიც. XIII-XV საუკუნეების I ნახევარში კაბიწი საშუალოდ შეადგენდა 10 კგ. XV საუკუნის II ნახევარში და XVI საუკუნეში — 17,8 კგ. XVIII საუკუნის დასაწყისში კაბიწი სამკოდიანი (90 კგ) საწყაო იყო და თაღარს შეესაბამებოდა.