ნიშნობა
ნიშნობა
საქორწილო ურთიერთობის ერთ-ერთი საფეხური, რომლის აუცილებელ პირობად ითვლებოდა დანიშნულ დროს ვაჟის მხრიდან ქალის ოჯახში რამდენიმე პირის (სასიძოს მამა, ბიძა, ნათლია, მოციქული) მისვლა და ნიშნობის რიტუალში მონაწილეობის მიღება (იხ. აგრეთვე: ნიშანი (1)). მთხრობელთა ერთი ნაწილი დაწინდვის და ნიშნობის რიტუალს ერთმანეთთან აიგივებს და ერთი სახელწოდებით მოიხსენიებს (დაწინდვა, ბელგა, ნიშნობა). ეს აღრევა გვიანდელ ხანას მიეკუთვნება. რამდენადაც უკანასკნელ ათწლეულში საქორწინო ურთიერთობიდან თანდათანობით გაქრა ნიშნობის რიტუალი. ამიტომ მოხდა მოსახლეობის ნაწილში აღნიშნული რიტუალების ერთმანეთში აღრევა.