უბეიდი: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 57: | ხაზი 57: | ||
</tr> | </tr> | ||
<tr> | <tr> | ||
− | <td> | + | <td>განედი</td> |
<td>30.972295° N</td> | <td>30.972295° N</td> | ||
</tr> | </tr> | ||
<tr> | <tr> | ||
− | <td> | + | <td>გრძედი</td> |
<td>46.030653° E</td> | <td>46.030653° E</td> | ||
</tr> | </tr> |
მიმდინარე ცვლილება 04:59, 25 აპრილი 2020 მდგომარეობით
უბეიდის პერიოდი (დაახ. ძვ. წ-აღ. 6500-დან 3800 წწ.) შუამდინარეთის პრეისტორიულ პერიოდს ეწოდება. Tell al'Ubaid-ის ბორცვმა, ურის დასავლეთით საფუძველი დაუდო პრეისტორიულ კერამიკიანი ნეოლითისა და ქალკოლითის არქეოლოგიურ კულტურას. იგი სამხრეთ შუამდინარეთის უადრეს ნამოსახლარს წარმოადგენს. უბეიდის კულტურა დროის დიდ მონაკვეთს მოიცავს (ძვ. წ-აღ. 5300 წლიდან ძვ. წ-აღ. 4000 წლამდე, მომდევნო, ურუქის კულტურის გამოჩენამდე). ბორბლის გამოგონება და ქალკოლითის პერიოდის დასაწყისი სწორედ უბეიდის კულტურას უკავშირდება.
ქრონოლოგია
უბეიდის პერიოდი სამ ძირითად ფაზად იყოფა:
- უბეიდი 1, რომელსაც ზოგჯერ ერიდუსაც უწოდებენ (ძვ. წ-აღ. 5300–4700 წწ.). ეს ფაზა ერაყის უკიდურესი სამხრეთით შემოიფარგლება, სადაც მაშინ მდებარეობდა სპარსეთის ყურის ნაპირები. ამ ხალხმა პირველებმა მოიყვანეს მარცვლეული ექსტრემალური გვალვის პირობებში. ამას უნდა უმადლოდნენ სამხრეთ ერაყში გრუნტის წყლების მაღალ დონეს.
- უბეიდი 2 — ამავე სახელწოდების ძეგლის მიხედვით, სადაც ჩანს სარწყავი არხების სისტემის განვითარება. სარწყავი მიწათმოქმედება, რომელიც, როგორც ჩანს, პირველად ჩოღა მამიში (ძვ. წ-აღ. 4700–4600 წწ.) განვითარდა და სწრაფად გავრცელდა ყველგან.
- უბეიდი 3/4, რომელსაც ზოგჯერ უბეიდ I და უბეიდ II უწოდებენ — ძვ. წ-აღ. 4500–4000 წწ. როცა აღინიშნება ურბანიზაციის ინტენსიური და სწრაფი განვითარება და უბეიდის კულტურის გავრცელება (ლაკუნის შემდეგ) ჩრდილოეთში და იქაური ჰალაფის კულტურის ჩანაცვლება. უბეიდური არტეფაქტები ვრცელდება ასევე არაბეთის მთელი ლიტორალური ზონის გასწვრივ, ასევე ნათლად ჩანს სავაჭრო სისტემის განვითარება ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ვიდრე ომანამდე.
არქეოლოგიური მონაცემები გვიჩვენებს, რომ უბეიდის პერიოდი უეცრად შეწყდა აღმოსავლეთ არაბეთსა და ომანის ნახევარკუნძულზე ძ. წ-აღ. 3800 წლისთვის, რაც დაკავშირებული იყო ტბებში წყლის დონის დაწევასა და დიუნების შემოტევის გააქტიურებასთან. ამ დროისათვის გვალვიანობის მომატებამ ფაქტიურად შეწყვიტა ნახევრად-უდაბნოებში მომთაბარეობა, და არ ჩანს ამ არეალში ადამიანის მოღვაწეობის არანაირი კვალი დაახ. 1000 წლის განმავლობაში, რომელსაც "ბნელი ათასწლეული" უწოდეს. ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ჰოლოცენის ყველაზე ინტენსიური გაუდაბნოება ძველი პერონის ტრანსგრესიის ბოლოს.
აღწერა
უბეიდის კულტურა ხასიათდებოდა დიდი სოფლური ტიპის დასახლებებით, რომლებიც შედგებოდა მრავალოთახიანი სწორკუთხა ალიზის შენობებისა და შუამდინარეთში პირველი საჯარო არქიტექტურით, ტაძრებით. შეიმჩნეოდა ნამოსახლარების ორსაფეხურიანი იერარქია, როდესაც 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე განლაგებული ცენტრალური დიდი ქალაქების გარშემო მცირე, 1 ჰექტრამდე ფართობის სოფლები იყო განლაგებული. საყოფაცხოვრებო ნივთებს შორის იყო დამახასიათებელი ნატიფი ნაპრიალები ანდა მომწვანოდ შეფერილი, ყავისფერით ან შავით შესრულებული გეომეტრიულ-ორნამენტიანი თიხის ჭურჭელი. იარაღები, როგორიცაა, მაგალითად, ნამგალი, სამხრეთში დამზადებული იყო ძალიან კარგად გამომწვარი თიხისგან, მაშინ, როდესაც ჩრდილოეთში მათ დასამზადებლად ქვა და ლითონი გამოიყენებოდა.
უბეიდის პერიოდში (ძვ. წ-აღ. 5000–4000 წწ.) დაიწყო ურბანიზაციის პროცესი. მიწათმოქმედება და მესაქონლეობა (მოშინაურება) ფართოდ გმოიყენებოდა დამჯდარ მეურნეობაში.
საზოგადოება
როგორც სამარხეული ინვენტარის ანალიზი გვიჩვენებს, უბეიდის პერიოდი ხასიათდებოდა მკვეთრად პოლარიზებული სოციალური სტრატიფიკაციით და დაბალი ეგალიტარიზმით.
უბეიდის კულტურა, მართალია, სამხრეთში წარმოიშვა, მაგრამ მაინც ჰქონდა საკმაო კავშირი შუა ერაყის ადრეულ კულტურებთან. უბეიდის ხალხის გამოჩენა დაკავშირებული იყო ე.წ. "შუმერულ პრობლემასთან", რაც კავშირშია შუმერული ცივილიზაციის წარმომავლობასთან. ყველა შემთხვევაში, ამ ჯგუფის, ამ კულტურის ეთნიკური წარმომავლობა გვიჩვენებს სამნაირ სოციალურ დაყოფას: ჩრდილოეთიდან ჩამოსულ დამჯდარ სოფლის მეურნეებს, კარვებში მცხოვრებ მომთაბარე მესაქონლეებსა და არაბეთის სანაპიროზე მცხოვრებ მონადირე-მეთევზეებს შორის.
არქეოლოგია
თელ ალ'უბეიდი დაბალი, შედარებით მცირე ზომის ნამოსახლარი ბორცვია. ის 500 მ-ს აღწევს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და 300 მეტრს - აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, სიმაღლე კი 2 მ-ს არ აღემატება. კულტურული ნაშთების უმეტესობა უბეიდის პერიოდს განეკუთვნება, ხოლო ყველაზე მაღალ წერტილში ადრეული დინასტიის ტაძარია აღმართული.
ძეგლი პიველმა შეისწავლა ჰენრი ჰოლმა 1919 წელს. მოგვიანებით, 1923-1924 წლებში ლეონარდ ვული აწარმოებდა აქ გათხრებს. ამას მოჰყვა სეტონ ლოიდისა და Pinhas Delougaz-ის გათხრები 1937 წელს. ქვედა ფენები ხასიათდებოდა უბეიდის კულტურის მრავალრიცხოვანი კერამიკითა და გამოსაწვავი ღუმელებით, ასევე დადასტურდა სამაროვანი და ჯემდეთ ნასრის პერიოდის მასალა. ნინჰურსაგის ტაძარი ისეთივე ოვალური ფორმისა იყო, როგორიც თუთუბში. ტაძარი შულგის მიერ იყო აშენებული ურის III სამეფოს პერიოდში. აფრიანი ნაოსნობის უადრესი ნიშანი ქუვეიტშია ნაპოვნი, რომელიც მიუთითებს, რომ აფროსნობა უბეიდის მე-3-ე პერიოდისთვის უკვე იყო განვითარებული.
უბეიდი
რეგიონი | ქვემო შუამდინარეთი |
ქვეყანა | ერაყი |
ძველი სახელი | |
თანამედროვე სახელი | Tell al-`Ubaid |
განედი | 30.972295° N |
გრძედი | 46.030653° E |
პერიოდი | უბეიდი, შუმერი, აქადი |
მფარველი ღვთაება |