ბეჰისთუნის ტრილინგვა: განსხვავება გადახედვებს შორის
მ (1 ვერსია იმპორტირებულია) |
|
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 14:54, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
- ბეჰისთუნის წარწერა[1] (ასევე Bisotun, Bistun ან Bisutun; სპარსულად: بیستون, ძველი სპარსულით: Baga-stana, რაც "ღმერთის სამყოფელს" ნიშნავს) არის ნაწილი დიდი რელიეფური გამოსახულებისა თანამედროვე ირანის ქერმანშაჰის პროვინციაში, ბეჰისთუნის მთის კირქვის ფლატეზე.
- ადგილი სპეციალურადაა შერჩეული, რადგან სწორედ ამ ფლატის ძირში გადიოდა უძველესი საქარავნე გზა, რომელიც ბაბილონსა და მიდიის დედაქალაქს, ეკბატანას აკავშირებდა.
- ბარელიეფები და წარწერები გზიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ზომებია 15 მ სიმაღლეში და 25 მ სიგანეში.
- წარწერების იდენტური ტექსტი სამ ენაზეა შესრულებული: ძველ სპარსულად, ელამურად და ბაბილონურად (აქადურის ვარიანტი). ძეგლი ძვ. წ-აღ. 521-520 წლებით თარიღდება.
- წარწერა შეიცავს სპარსეთის მეფე დარიოს I-ის მიერ პირველ პირში გადმოცემულ ტექსტს, რომელიც ფაქტიურად, მთელი მისი მეფობის ისტორიას ასახავს.
სპარსული ტექსტი
ელამური ტექსტი
შენიშვნები
- ↑ სტატიაში გამოყენებულია ლ. კინგისა და რ. თომპსონის წიგნი, აგრეთვე "ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის ქრესტომათია", თბილისი, მეცნიერება, 1990.
- ↑ Dārayava(h)uš დარაჲავაჰუ — დარიოსის სახელის ძველსპარსული ფორმა (დარიოსი — Dareîos Δαρεῖος ბერძნული ფორმაა); ბიბლიური ქართული ტრადიციით — დარეჰი
- ↑ პარსა, Pârsa — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ერთეული თანამედროვე ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შემდგომ ფარსი, და ქართული ისტორიული ტრადიციით — სპარსეთი.
- ↑ ძველ-სპარსულად: Vištâspa, ბერძნულად: ჰისთასპესი (Ὑστάσπης), ბაქტრიისა და პარსას სატრაპი.
- ↑ ძვ. სპარსულად: Aršāma, ბერძნულად: არზამესი (Ἀρσάμης).
- ↑ ძვ სპარსულად: Haxâmanišiyâ
- ↑ ძვ. სპარსულად: Ariyāramna
- ↑ ძვ. სპარსულად: Cišpiš
- ↑ ძვ. სპარსულად: Haxâmaniš