ბეჰისთუნის წარწერა
06:20, 4 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (მომხმარებელმა Cqwito გვერდი „განხილვა:ბეჰისთუნის ტრილინგვა“ გადაიტანა გვერდზე „[[ბეჰისთუნის წა...)
- ბეჰისთუნის წარწერა (ასევე Bisotun, Bistun ან Bisutun; სპარსულად: بیستون, ძველი სპარსულით: Baga-stana, რაც "ღმერთის სამყოფელს" ნიშნავს) არის ნაწილი დიდი რელიეფური გამოსახულებისა თანამედროვე ირანის ქერმანშაჰის პროვინციაში, ბეჰისთუნის მთის კირქვის ფლატეზე.
- ადგილი სპეციალურადაა შერჩეული, რადგან სწორედ ამ ფლატის ძირში გადიოდა უძველესი საქარავნე გზა, რომელიც ბაბილონსა და მიდიის დედაქალაქს, ეკბატანას აკავშირებდა.
- ბარელიეფები და წარწერები გზიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ზომებია 15 მ სიმაღლეში და 25 მ სიგანეში.
- წარწერების იდენტური ტექსტი სამ ენაზეა შესრულებული: ძველ სპარსულად, ელამურად და ბაბილონურად (აქადურის ვარიანტი). ძეგლი ძვ. წ-აღ. 521-520 წლებით თარიღდება.
- წარწერა შეიცავს სპარსეთის მეფე დარიოს I-ის მიერ პირველ პირში გადმოცემულ ტექსტს, რომელიც ფაქტიურად, მთელი მისი მეფობის ისტორიას ასახავს.