ეშნუნა
ეშნუნა (თანამედროვე Tell Asmar-ი ერაყიში) იყო შუმერის და შემდგომში აქადის ქალაქ-სახელმწიფო ქვემო შუამდინარეთში.
ისტორია
არსებობს ჯემდეთ-ნასრის პერიოდიდან, დაახ. ჩვენამდე 3000 წლის წინ. ის იყო შუმერის ადრეული დინასტიის ერთ-ერთი წამყვანი ქალაქ-სახელმწიფო. აქადის იმპერიის დროს ეშნუნას სტატუსი იცვლებოდა, ხან დამოუკიდებელი იყო, ხანაც ურისა თუ ისინის დაქვემდებარებაში გადადიოდა. თავისი მდებარეობის მიხედვით ეშნუნა ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენდა შუამდინარულ და ელამურ კულტურებს შორის.
ძვ. წ-აღ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში, შამში-ადად I-ს მეფობის ბოლოს, ეშნუნა ელამელებმა დაიპყრეს, ხოლო შემდეგ, ბაბილონის მეფე ჰამურაბიმ თავისი მეფობის 38-ე წელს დაიპყრო იგი.
არქეოლოგია
ძველი ქალაქის ნაშთები ამჟამად შემორჩენილია თელ ასმარის ბორცვზე. გათხრებს 1930-სა და 1936 წლებს შორის, 6 სეზონის განმავლობაში აწარმოებდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ინსტიტუტი. გათხრების დროს ლურსმული ჩანაწერების დაახლოებით 1500 თიხის ფირფიტაა აღმოჩენილი.
1990-იან წლებში თელ ასმარზე ერაყელი არქეოლოგები აწარმოებდნენ გათხრებს.
ეშნუნას მმართველები
მმართველი | წლები | შენიშვნა |
---|---|---|
ურგუედინა | დაახ. ძვ. წ-აღ. 2000 წ. | შულგის დროინდელი მმართველი (ურის მესამე დინასტია) |
ქალამუ | შულგის დროინდელი მმართველი (ურის მესამე დინასტია) | |
ითურია | შუ-სინის დროინდელი მმართველი (ურის მესამე დინასტია) | |
ილუშუილია | იბი-სინის დროინდელი მმართველი (ურის მესამე დინასტია) | |
ნურახუმი | იბი-სინის დროინდელი მმართველი (ურის მესამე დინასტია), ისინის მეფის იშბი-ერას თანამედროვე | |
კირიკირი | ||
ბილალამა | ელამის მეფის თან-რუჰურათირის თანამედროვე | |
იშარამაშუ | ||
უსურავასუ | ||
ურ-ნინმარი | ||
ურ-ნინგიზიდა | ||
იფაქ-ადად I | ბაბილონის მეფის სუმუ-აბუმის თანამედროვე | |
სარიია | ||
ვარასა | ||
ბელაქუმი | ||
იბალ-პი-ელ I | ||
იფაქ-ადად II | დაახ. ძვ. წ-აღ. 1700 წ. | მეფობდა 36 წელს |
ნარამ-სინი | იფაქ-ადად II-ს ვაჟი, შამში-ადად I-ს თანამედროვე | |
დანუმ-თაჰაზიDannum-tahaz | სავარაუდო | |
დადუშა | იფაქ-ადად II-ს ვაჟი, შამში-ადად I-ს თანამედროვე | |
იბალ-პი-ელ II | მარის მეფის ზიმრი-ლიმის თანამედროვე. მოკლა ელამის მეფემ სივე-პალარ-ჰუპაკმა ეშნუნას დაპყრობისას. | |
სილი-სინი |
ეშნუნა
რეგიონი | ქვემო შუამდინარეთი |
ქვეყანა | ერაყი |
ძველი სახელი | Eshnunna |
თანამედროვე სახელი | Tell Asmar |
გრძედი | 33.759522° N |
განედი | 44.740337° E |
პერიოდი | შუმერი, აქადი |
მფარველი ღვთაება | თიშფაკი |
</div> </div> </div>
</div>