დარბაზი
დარბაზი
- ტრადიციული ქართული საცხოვრებელი, რომლისთვისაც დამახასიათებელია დედაბოძი და ერდოგვირგვინიანი გადახურვა;
- საკულტო შენობის ხატის გარკვეული ნაწილი, რომელშიც ხატის ყმების განსაზღვრული კატეგორია დღეობებზე "სადიდებელთაისა" და "პირის ქარის" რიტუალს ასრულებს;
- ხატის ნაგებობა რომელშიც მხოლოდ ხატის მსახურთ აქვთ შესვლის უფლება (ხევსურეთი);
- იგივეა, რაც მაჟიბი (სვანეთი).