გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დარბაზი

18:55, 9 ნოემბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ქართული დარბაზი

დარბაზი


  1. ტრადიციული ქართული საცხოვრებელი, რომლისთვისაც დამახასიათებელია დედაბოძი და ერდოგვირგვინიანი გადახურვა;
  2. საკულტო შენობის ხატის გარკვეული ნაწილი, რომელშიც ხატის ყმების განსაზღვრული კატეგორია დღეობებზე "სადიდებელთაისა" და "პირის ქარის" რიტუალს ასრულებს;
  3. ხატის ნაგებობა რომელშიც მხოლოდ ხატის მსახურთ აქვთ შესვლის უფლება (ხევსურეთი);
  4. იგივეა, რაც მაჟიბი (სვანეთი);
  5. ივ. ჯავახიშვილის თვალსაზრისით, დარბაზი ეწოდებოდა როგორც სამეფო სასახლეს, ისე სამეფო საბჭოს, დარბაზის წევრებს — "დარბაზის ერნი", დარბაზის სხდომას — "დარბაზობა".