გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ეშნუნა

ძველი აღმოსავლეთი

ეშნუნა (თანამედროვე Tell Asmar-ი ერაყიში) იყო შუმერის და შემდგომში აქადის ქალაქ-სახელმწიფო ქვემო შუამდინარეთში.

ისტორია

არსებობს ჯემდეთ-ნასრის პერიოდიდან, დაახ. ჩვენამდე 3000 წლის წინ. ის იყო შუმერის ადრეული დინასტიის ერთ-ერთი წამყვანი ქალაქ-სახელმწიფო. აქადის იმპერიის დროს ეშნუნას სტატუსი იცვლებოდა, ხან დამოუკიდებელი იყო, ხანაც ურისა თუ ისინის დაქვემდებარებაში გადადიოდა. თავისი მდებარეობის მიხედვით ეშნუნა ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენდა შუამდინარულ და ელამურ კულტურებს შორის.

ძვ. წ-აღ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში, შამში-ადად I-ს მეფობის ბოლოს, ეშნუნა ელამელებმა დაიპყრეს, ხოლო შემდეგ, ბაბილონის მეფე ჰამურაბიმ თავისი მეფობის 38-ე წელს დაიპყრო იგი.

არქეოლოგია

ძველი ქალაქის ნაშთები ამჟამად შემორჩენილია თელ ასმარის ბორცვზე. გათხრებს 1930-სა და 1936 წლებს შორის, 6 სეზონის განმავლობაში აწარმოებდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ინსტიტუტი. გათხრების დროს ლურსმული ჩანაწერების დაახლოებით 1500 თიხის ფირფიტაა აღმოჩენილი.

1990-იან წლებში თელ ასმარზე ერაყელი არქეოლოგები აწარმოებდნენ გათხრებს.

ეშნუნას მმართველები

მმართველი წლები შენიშვნა
ურგუედინა დაახ. ძვ. წ-აღ. 2000 წ. შულგის დროინდელი მმართველი (ურის მესამე დინასტია)
ქალამუ შულგის დროინდელი მმართველი (ურის მესამე დინასტია)
ითურია შუ-სინის დროინდელი მმართველი (ურის მესამე დინასტია)
ილუშუილია იბი-სინის დროინდელი მმართველი (ურის მესამე დინასტია)
ნურახუმი იბი-სინის დროინდელი მმართველი (ურის მესამე დინასტია), ისინის მეფის იშბი-ერას თანამედროვე
კირიკირი
ბილალამა ელამის მეფის თან-რუჰურათირის თანამედროვე
იშარამაშუ
უსურავასუ
ურ-ნინმარი
ურ-ნინგიზიდა
იფაქ-ადად I ბაბილონის მეფის სუმუ-აბუმის თანამედროვე
სარიია
ვარასა
ბელაქუმი
იბალ-პი-ელ I
იფაქ-ადად II დაახ. ძვ. წ-აღ. 1700 წ. მეფობდა 36 წელს
ნარამ-სინი იფაქ-ადად II-ს ვაჟი, შამში-ადად I-ს თანამედროვე
დანუმ-თაჰაზიDannum-tahaz სავარაუდო
დადუშა იფაქ-ადად II-ს ვაჟი, შამში-ადად I-ს თანამედროვე
იბალ-პი-ელ II მარის მეფის ზიმრი-ლიმის თანამედროვე. მოკლა ელამის მეფემ სივე-პალარ-ჰუპაკმა ეშნუნას დაპყრობისას.
სილი-სინი

ეშნუნა

რეგიონი ქვემო შუამდინარეთი
ქვეყანა ერაყი
ძველი სახელი Eshnunna
თანამედროვე სახელი Tell Asmar
განედი 33.484797° N
გრძედი 44.728134° E
Google Plus Code Nahrawan, Iraq
პერიოდი შუმერი, აქადი
მფარველი ღვთაებები თიშფაკი, ნინაზუ

ეშნუნას აეროფოტო
ეშნუნას აეროფოტო
ეშნუნას გათხრების ხედი
ეშნუნას ფიგურები