|
ჟურნალი ამირანი. 2026. ნომერი 42 მალხაზ ბარამიძის მეცნიერული მემკვიდრეობა ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე |
მალხაზ ბარამიძე (1935-2015 წ.წ.) ქართული არქეოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელსაც განუზომლად დიდი ღვაწლი მიუძღვის, განსაკუთრებით კოლხეთის ბრინჯაო-ადრერკინის ხანის კულტურათა კვლევა-ძიებისა და შესწავლის საქმეში. |
|
ჟურნალი ამირანი. 2026. ნომერი 42 შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს უკონტექსტო არტეფაქტები ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე, ბიძინა მურვანიძე |
სტატია ეხება ბრინჯაოს ნივთებისაგან შემდგარი ერთ გამოუქვეყნებელ კოლექციას, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ნავარძეთში 1975 წელს საკარმიდამო ნაკვეთის დამუშავებისას აღმოჩენილა. იგი ქ. ჭიათურის მუზეუმში 1976 წელს შეუტანია ამავე სოფელში მცხოვრებს, გ. კაპანაძეს. ბრინჯაოს კოლექცია შედგება სამი ნივთისაგან: (1) ბრინჯაოს ცული; (2) ბრინჯაოს კოლხური ცული; (3) ბრინჯაოს სატევარი. სხვა მონაცემები ბრინჯაოს ნივთების აღმოჩენის ვითარებაზე არ მოგვეპოვება. |
|
ჟურნალი ამირანი. 2026. ნომერი 42 უძველესი ქართლის (იბერიის) ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები ავტორ(ებ)ი: თინა აბულაშვილი |
საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრებით თუ შემთხვევითი მონაპოვრების წყალობით მრავალი მდიდრული კომპლექსების შემცველი არქეოლოგიური ძეგლია გამოვლენილი. მათ შორისაა არაერთი ანტიკური ხანის სამოსახლო, საფორტიფიკაციო და საკულტო ნაგებობა, სამაროვნები, მეტალურგიული და კერამიკული წარმოების კერები, ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. |
|
ჟურნალი ამირანი. 2026. ნომერი 42 ავტორ(ებ)ი: თინა აბულაშვილი |
ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში, საქართველოს ტერიტორიაზე ადრეული გორასამარხების - ადრეული ყორღანების გამოჩენა და დამკვიდრება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. ადრებრინჯაოს ხანის კულტურის განვითარებაში მოხდა გარდატეხა და საქართველო მოექცა ევროპულ კულტურათა ორბიტაში. ყორღანი ანუ გორასამარხი წარმოადგენს ხელოვნურ ქვამიწაყრილს, რომლის ქვეშ მოქცეულია სამარხი. |