|
ჟურნალი ამირანი. 2025. ნომერი 41 კოლხეთის ჭაობების გეოეკოლოგიური მდგომარეობა (წარსული, აწმყო, მომავალი) ავტორ(ებ)ი: ზ. ჯანელიძე, გ. ჯანელიძე |
კოლხეთის დაბლობის სანაპირო ზოლში ჭაობების განვითარების ფაქტორები ხმელეთის ზედაპირის ინტენსიური დანესტიანება, ატმოსფერული ნალექების სიუხვე და მდინარეთა კლალაპოტებიდან წყალდიდობების დროს ზღვისპირა დაბლობი ტერიტორიების დატბორვაა. |
|
ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33 პალიასტომის ტბის ეკოლოგიური პრობლემები ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე, გიორგი ჯანელიძე |
პალიასტომის ტბის რაიონის ეკოსისტემებზე ანთროპოგენური ფაქტორის უარყოფითი ზემოქმედება აშკარად შესამჩნევი გახდა XIX ს. 60-იანი წლებიდან. ეს ფაქტი, მდინარე რიონის შესართავთან, ადამიანის მიერ თითქმის აუთვისებელ ტერიტორიაზე, ნავსადგურის და ქალქ ფოთის აშენებით და შემდგომში მათი მზარდი ფუნქციონირებით იყო განპირებებული. ქალაქ ფოთის ტერიტორიული და დემოგრაფიული ზრდის პროცესში მდინარე რიონის შესართავის რაიონის ბუნებრივი რესურსების უკონტროლო მოპოვება-მოხმარებამ (ზღვარგადასული ნადირობა, თევჭერა, უღრანი ტყის მასივების გაჩეხვა, ინერტული მასალის დიდი რაოდენობით მოპოვება და სხვ.) ეკოსისტემების ძლიერ დეგრადაციას მისცა დასაბამი. |
|
ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33 ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე |
პალიასტომის ტბის ისტორიაზე წარმოდგენას იძლევა მისი ფსკერის ქვეშ და მიმდებარე ტორფიან ჭაობებში განვითარებული ნალექების ლითოლოგიურ-სტრატიგრაფიული და გეოქრონოლოგიური შესწავლით და მიღებული ინფორმაცია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს 1975–78 წლებში, საქართველოს ყოფილი გეოლოგიური სამმართველოს მიერ, პალიასტომის წყალსატევში განვითარებული საპროპელური ნალექების შედგენილობისა და მარაგების დადგენის მიზნით, ჩატარებული გეოლოგიური ბურღვის მასალების ანალიზის შედეგები. |
|
ჟურნალი ამირანი. 2018. ნომერი 31 საქართველოს სანაპირო ზონის დინამიკა ჰოლოცენის მეორე ნახევარში ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე, ნინო ჩიხრაძე, თამარ ჯანელიძე |
მორფოგენეტურ ფაქტორებს შორის, რომლებმაც ზღვის საშუალო დონის ცვალებადობის რეჟიმთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თანამედროვე ზღვის სანაპირო ზონის და მასთან უშუალოდ მიმდებარე ხმელეთის რელიეფის ჩამოყალიბებაში, აღსანიშნავია სანაპირო ხაზის გასწვრივ გამოვლენილი ალუვიური, ალუვიურ-ჭაობური და ჭაობური სედიმენტაციის, ჰიდროდინამიკური (ზვირთცემა, ტალღური დინებები და სხვა) და ლითოდინამიკური (მყარი ნატანის გადანაწილება სანაპირო ხაზის გასწვრივ და სხვა) პროცესების განვითარება. |