კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2000. ნომერი 3

თბილისის კულტურული ცხოვრება 1910-1920-იან წლებში

ავტორ(ებ)ი: მზია ჩიხრაძე

XX საუკუნის 10_20-იანი წლების თბილისის კულტურული ცხოვრება მნიშვნელოვანი მოვლენაა ახალი ქართული ხელოვნების ისტორიაში. უკვე საუკუნის დასაწყისში თბილისში მომზადებული იყო ნიადაგი ინტენსიური მხატვრულ-ლიტერატურული ცხოვრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ დაზგურ ფერწერას სულ ცოტა ხნის ისტორია ჰქონდა, ხოლო სამოღვაწეო ასპარეზზე კვლავ იყვნენ მხატვრები, რომელთა შემოქმედებაც რუსულ პერედვიჟნიკურ ტრადიციებს ეყრდნობოდა.



ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 8

პოსტმოდერნისტული ხელოვნების პრეისტორიის ზოგადი მიმოხილვა და მისი განვითარების წინაპირობები ტრანსკავკასიის რეგიონში

ავტორ(ებ)ი: ნანა შერვაშიძე

ტრანსკავკასიური პოსტმოდერნისტული კულტურის კვლევა, მისი თავისებურებების გამოვლენა, განვითარების სპეციფიკისათვის თვალის გადევნება ბუნებრივად ითხოვს კულტურული არქეტიპის გამოვლენას ტრანსკავკასიის ზოგადად და უფრო კონკრეტულად ქართულ კულტურაში. მით უმეტეს, რომ ნაციონალური, როგორც გარკვეული სტრუქტურული და სემანტიკური ერთობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის კულტურაში ისტორიულად უმძიმეს პირობებშიც კი მეტ-ნაკლები ძალით ინარჩუნებდა კულტურის განვითარების მამოძრავებელი ძალის ფუნქციას.



ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 8

პოსტმოდერნისტული ხელოვნების ჩასახვის წინაპირობები და მისი განვითარების ზოგიერთი ტენდენცია თანამედროვე რუსულ ხელოვნებაში

ავტორ(ებ)ი: ნანა შერვაშიძე

XX ს-ის 60-იანი წლებიდან რუსული კულტურა, კერძოდ კი, სახვითი ხელოვნება, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მოსკოვი, როგორც მეგაპოლისი, გარკვეულად განსაზღვრავდა პოლიტიკური თუ კულტურული მოვლენების მიმართულებას რეგიონებში და ამიტომ ნებისმიერი ცვლილება მეტ-ნაკლებად აისახებოდა საბჭოთა სივრცეში ხელოვნების განვითარებაზე ზოგადად.



ჟურნალი ამირანი. 2004. ნომერი 10

ტრადიციული ფორმების ინტერპრეტაცია თანამედროვე ხელოვნებაში - გუჯი ამაშუკელი

ავტორ(ებ)ი: ნინო ხუციშვილი

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ოქრომქანდაკებლის, ელგუჯა (გუჯი) გიორგის ძე ამაშუკელის შემოქმედება გამორჩეულ მოვლენას წარმოადენს XX საუკუნის ბოლო მეოთხედის გამოყენებითი ხელოვნების ისტორიაში. მისი შემოქმედებითი წარმატება, ხელოვანის უდიდეს ოსტატობასთან ერთად მნიშვნელოვანწილად განაპირობა მხატვრის მიერ არჩეულმა კრედომ - ტრადიციებისადმი ერთგულებამ.



Powered by bootstrapmade.com