კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2026. ნომერი 42

მასკუტები და მასკატი

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ ფილიპჩუკი

ეს სტატია განიხილავს მასკუტებისა და მასკატის ტერიტორიის ისტორიას. მასკუტები დაღესტნის სანაპირო ზოლში II საუკუნეში გამოჩნდნენ. 134–135 წლებში მასკუტები და ალანები, ქართლელებთან მოკავშირეობით, სომხებისა და რომაელების წინააღმდეგ იბრძოდნენ.



ჟურნალი ამირანი. 2026. ნომერი 42

საიათ-ნოვა. სამხრეთ კავკასიის გამოჩენილი აშუღის ისტორიული ბიოგრაფია

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ ფილიპჩუკი

ეს სტატია საიათ-ნოვას ბიოგრაფიას ეხება. საიათ-ნოვა ქართლ-კახეთის სამეფოს სომეხი მკვიდრი იყო. იგი სამხრეთ კავკასიის რამდენიმე კულტურასთან იყო დაკავშირებული; მრავალკულტურულ გარემოში ცხოვრების წყალობით, თავისუფლად ფლობდა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ-თურქულ, სპარსულ და ბელუჯურ ენებს.



ჟურნალი ამირანი. 2026. ნომერი 42

აჭარა სამხედრო-კრიმინალური გადატრიალებიდან "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში" შეყვანამდე (1992. 6. 01 – 1994. 1. 03)

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

ნაშრომში აღწერილია საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება და მისდამი აჭარის ა.რ-ის ხელისუფლებისა და ეროვნულ ძალთა დამოკიდებულება; ბათუმში "აღორძინების კავშირის" საინიციატივო ჯგუფის შექმნა, მისი საქმიანობა და 1992 წლის 24 აპრილს "აჭარის აღორძინების სრულიად საქართველოს კავშირის" დაარსება, რომლის დევიზად გამოცხადდა "საქართველო უპირველეს ყოვლისა".


ჟურნალი ამირანი. 2023. ნომერი 37

რამდენიმე შენიშვნა მანანა სანაძის მონოგრაფიაზე: "მეფე დარჩილი (ვახტანგ გორგასლის ვაჟი) და მისი ცხოვრების ამსახველი ქრონიკები"

ავტორ(ებ)ი: გიორგი ლაღიაშვილი

2021 წელს "საქართველოს უნივერსიტეტმა" გამოსცა ამავე უნივერსიტეტის პრეზიდენტისა და პროფესორის, ისტორიკოს მანანა სანაძის მონოგრაფია. წინამდებარე წერილი, განსახილველი ნაშრომის გამოცემიდან მალევე, იმავე 2021 წელს დაიწერა. თუმცა, მის გამოქვეყნებაზე დიდხანს ვფიქრობდი. ყოყმანის მიზეზი პირველ რიგში იყო ის, რომ არ მინდოდა სამეცნიერო საზოგადოებაში წარმოვჩენილიყავი, როგორც ჩასაფრებული პოზიციის მქონე სუბიექტი.