ჟურნალი ამირანი. 1999. ნომერი 1 წაწლობის ეტიმოლოგიისა და უძველესი საზოგადობრივი მნიშვნელობისათვის ავტორ(ებ)ი: ქევინ თუითი |
"ბუნებამ რა ღონე იღონა", - წერს ვაჟა-ფშაველა, - "რა ოსტატობა იხმარა, სთქვა: მოდი, ფშაველ ქალს, ამ ტურფა იას, რადგან სილამაზისა მოკლე ვადა აქვს - ცოტა ხანი, ეს ცოტა დრო სიამოვნებით გავატარებინო, ჩაუდვა მოსიყვარულე, პლატონური სიყვარულით გამსჭვალული გული ვაჟკაცისადმი, ვინც იმას მოეწონება, ვიზედაც თვალი მიუვა, ხოლო მის მშობლებს, ნათესავებს მივსცე ისეთი ხასიათი, მოუთმინონ ქალ-ვაჟს ერთად ყოფნა, ერთად წოლა, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუშიო, ან რატომ არ უნდა მოითმინონ, როცა ამათზე ადრე თვით მშობლებმა გაიარეს წაწლობის კურსი?" |
ჟურნალი ამირანი. 1999. ნომერი 1 ბავშვთა დაავადებების მკურნალობა იმერეთში. საყმაწვილო ავტორ(ებ)ი: ლელა ნებიერიძე |
"საყმაწვილო" ბავშვთა ერთ-ერთი დაავადების ხალხური სახელწოდებაა, რომლის მთავარი სიმპტომი კრუნჩხვაა. მთხრობელთა გადმოცემით, საყმაწვილო უფრო მეტად ემართებათ თეთრ ბავშვებს მაღალი სიცხის დროს შეშინების ან ფიზიკური ტრავმის შედეგად. ასევე, თუ ბავშვი რაიმეთი მოიწამლება, უფრო სწორად, თუ რაიმე აწყენს - ხალხური ტერმინით "ნაწყენებზე". გარდა ამისა, მთხრობელებისაგან ვიგებთ, რომ საყმაწვილო, ძირითადად, პატარა ბავშვებს "გაუვლიდა" ხოლმე პერიოდულად. |
ჟურნალი ამირანი. 2000. ნომერი 2 ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი |
ერის, ეთნოსის წარმოშობა-ჩამოყალიბების პროცესი (ეთნოგენეზი) სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინების (არქოლოგიის, ეთნოლოგიის, ლინგვისტიკის, ანთროპოლოგიის და სხვათა) კომპლექსური კვლევის საგანია, რამეთუ თავად ეთნოსი მრავალსახოვანი ფენომენია და გამომდინარე აქედან, მისი შესწავლა მხოლოდ რომელიმე ერთი ცალკე აღებული დარგის მეშვეობით ცალმხრივი და არასრული იქნება. კომპლექსური კვლევის აუცილებლობა მთელ რიგ სიძნელეებს ქმნის და ამ საკითხით დაინტერესებულ მკვლევარს რიგი პრობლემების წინაშე აყენებს, რომელთა დაძლევის გარეშეც შეუძლებელია განსაზღვრულ რეგიონში, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში არსებული მოვლენების წარმოდგენა-ანალიზი. |
ჟურნალი ამირანი. 2000. ნომერი 2 შელოცვათა რიტმული სტრუქტურის მოდელები ავტორ(ებ)ი: მზია სულაძე |
შელოცვათა რიტმული სტრუქტურის მოდელები იქმნებოდა არსებითად ამ უძველესი ტრადიციული მაგიური წარმოდგენებიდან გამომდინარე. მათი რიტმიკის რეგულაცია რიტმული წყობის სახვადასხვა კომპონენტების მეშვეობით ხდება. იმის გასარკვევად, თუ შელოცვათა რიტმის რეგულაციაში რა როლს თამაშობენ რიტმის მაწარმოებელი ელემენტები და რომელი მათგანი არის მათი უთავრესი მაკონსტრუირებელი ფაქტორი, განვიხილოთ თავად ამ კომპონენტთა ფუნქციები და ფიგურაციები. |