კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2000. ნომერი 2

რუსული კოლონიალური ცნობიერება და ამიერკავკასიის ეთნოპოლიტიკური რეალობა

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

რუსის გაგებით, მხარე, სადაც ცხოვრობენ რუსები, სადაც ვრცელდება რუსული მმართველობა - უკვე რუსეთია; მაგრამ საბოლოოდ იგი "რუსეთად" მაშინ იქცევა, როცა იქ აიგება რუსული ეკლესია. ხშირად რუსი გლეხები - მოახალშენენი, რომელთაც ახალ სამოსახლოზე გაუცრუვდებოდათ იმედები და ერთი პირობა გადაწყვეტდნენ კიდეც ამ მხარის მიტოვებას, საბოლოოდ მაინც იქვე რჩებოდნენ, რადგან არ სურდათ ახლადაგებული სამლოცველოს - ეკლესიის მიტოვება. როგორც წესი, რუსი მოახალშენეები ადგილობრივ მკვიდრთა ახლომახლო სახლდებოდნენ, ადვილად პოულობდნენ მათთან საერთოს და სულაც არ გრძნობდნენ თავს განსაკუთრებულ - პრივილეგირებულ მდგომარეობაში.



ჟურნალი ამირანი. 2000. ნომერი 3

ზღაპარი და ბავშვი

ავტორ(ებ)ი: რუსუდან ჩოლოყაშვილი

ზღაპარი უძველესი ხალხური ნაწარმოებია და ის გარდასულ სინამდვილეს ასახავს. თუ მართლაც ასეა, ტერმინი "ზღაპარი" ტყუილის მნიშვნელობასაც რატომ ითავსებს სხვადასხვა ხალხებში? ის ტყუილია მითთან შედარებით. მითში გადმოცემულია უძველესი რწმენით აღქმული სამყარო, უშუალოდ, ყოველგვარი გადამუშავების გარეშე, სინამდვილე, რომელსაც უძველესი ადამიანი რელიგიურად მიიჩნევს.



ჟურნალი ამირანი. 2000. ნომერი 3

ზენა სოფელი

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

"ზენა სოფელი" "შიდ ქართლთან" ერთად მოიხსენიება ქართლის უძველეს ამბავთა გადმოცემისას. ლეონტი მროველის ცნობით, მცხეთოსს თავის შვილთაგან სამ ყველაზე სახელოვანთათვის განუყვია თავისი "ქუეყანა და ნათესავი მისი".



ჟურნალი ამირანი. 2002. ნომერი 6

რეცენზია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სახელმწიფო მოხელის კათედრის მაგისტრანტის ანა დოლიძის ნაშრომზე -

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

სამაგისტრო დისერტაციის თემა აქტუალურია და ეხმაურება თანამედროვე კავკასიაში მიმდინარე ურთულეს საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებს. თავისთავად, ამ პროცესთა სირთულე, პოსტსაბჭოთა ყოფისათვის დამახასიათებელი არაორდინალურობებით არის გაპირობებეული. ამდენად, ერთიორად დასაფასებელია ავტორის გამბედაობა გაერკვეს ჩვენს რეგიონში მიმდინარე თანამედროვე ბატალიებში და შეძლებისდაგვარად ჩასწვდეს იმ უფაქიზეს ნიუანსებს, რომლებიც ოდითგან თან სდევდა ამ მეტად მშფოთვარე რეგიონის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას და რომელთა დანახვაც ერთობ ძნელია ამ მხარის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე.



Powered by bootstrapmade.com