|
ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21 ზოგიერთი ხალხური თქმის საწესო მნიშვნელობისათვის ავტორ(ებ)ი: გიორგი ჩინჩალაძე |
ხშირად გვსმენია გამოთქმები, რომელთა მნიშვნელობა დღეს უკვე დაკარგულია, გაუგებარია. ძველად კი საკულტო ტექსტებს წარმოადგენდა, თავისი სოციალური როლი ჰქონდა. ამჟამად კი იგავური თქმების ანუ აზროვნების სიმბოლოების სახით არსებობს. |
|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19 ქისტური ხმით ნატირლები და სამგლოვიარო რიტუალები ავტორ(ებ)ი: ხვთისო მამისიმედიშვილი |
დროთა განმავლობაში პანკისელი ქისტების ყოფაში გლოვის მრავალფეროვანი წესები და ტრადიციები ჩამოყალიბდა. პანკისელი ქისტების სამგლოვიარო ტექსტებისა და რიტუალების მრავალფეროვნება ძირითადად მაჰმადიანური და ქრისტიანული რელიგიური წარმოდგენების სინკრეტიზმმა, მიგრაციულმა პროცესებმა და ქართული კულტურის ძლიერმა გავლენამ განაპირობა. |
|
ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17 ჯვარ-ხატებთან დაკავშირებული გადმოცემები და რიტუალები პანკისის ხეობაში ავტორ(ებ)ი: ხვთისო მამისიმედიშვილი |
საცხოვრებელი ადგილის შეცვლამ, პანკისში ჩამოსახლებამ, ქისტების, ოსების, აგრეთვე ფშავლებისა და თუშების ყოფით კულტურასა და ზეპირსიტყვიერებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მათ ფოლკლორულ რეპერტუარში ზოგიერთი ჟანრი საერთოდ გაქრა. მაგალითად, პანკისელი ფშავლების ზეპირ გადმოცემებში ღვთისშვილებისა და დევ-კერპთა ბრძოლის ამსახველი სიუჟეტები თითქმის დავიწყებას მიეცა. |
|
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14 ჯადოსნური საგნები ქართულ ჯადოსნურ ზღაპრებში ავტორ(ებ)ი: რუსუდან ჩოლოყაშვილი |
ზღაპრის სამყარო ზღაპრულია - არამიწიერი და ზებუნებრივი. შესაბამისად, ყველა საგანი, რომელიც ჯადოსნურ ზღაპრებში გვხვდება, ჯადოსნურია და არაჩვეულებრივი. ის გმირს ეხმარება სანუკვარი მიზნის მიღწევისას დაბრკოლებათა დაძლევაში. |