ჟურნალი ამირანი. 2014. ნომერი 25 შემთხვევით მოპოვებული არქეოლოგიური მასალა სოფელ ომალოდან ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი, გიორგი ლაღიაშვილი |
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადაზვერვო-არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობისას ჩვენი ყურადღება მიიპყრო სოფ. ომალოს ვიზიტორთა ცენტრში დაცულმა ბრინჯაოსა და რკინის ნივთების საკმაოდ მდიდარმა კოლექციამ. ბუნებრივია, დავინტერესდით ამ მასალის წარმომავლობით. როგორც გაირკვა, იგი მოპოვებული ყოფილა სოფელ ზემო ომალოს მიდამოებში, განაღმითი სამუშაოებისას. ჩვენ შევძელით მეტ-ნაკლები სიზუსტით მოგვეხდინა იმ ადგილების ლოკალიზაცია, საიდანაც შემთხვევითი მონაპოვარი მასალა მომდინარეობს. |
ჟურნალი ამირანი. 2014. ნომერი 25 შუა ბრინჯაოს ხანის კატაკომბური სამარხები საქართველოში ავტორ(ებ)ი: ლევან ჭაბაშვილი |
თრიალეთის შუაბრინჯაოს ხანის კულტურის მეცნიერული შესწავლა XX საუკუნის 30-ანი წლებიდან წალკის პლატოზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრებით იწყება. სამხრეთ კავკასიის ვრცელ ტერიტორიაზე დღეისათვის ამ კულტურის ასეულობით ძეგლია შესწავლილი. ეს არის ძირითადად სამარხი ძეგლები. ცნობილია როგორც გორასამარხები ასევე ორმოსამარხები. გორასამარხებს შორის საინტერესო ჯგუფს წარმოადგენს ე. წ. კატაკომბური სამარხები. თრიალეთის კულტურის გავრცელების არეალზე სულ რამოდენიმე ასეთი სამარხია დღემდე დაფიქსირებული. |
ჟურნალი ამირანი. 2014. ნომერი 25 ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე |
საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. V-III ათასწლეულების არქეოლოგიურ ძეგლებზე (შულავერის დანგრეული გორა #1 შენობა, შულავერის გორა, ხიზანაანთ გორა, ურბნისი, ქვაცხელას C1 ფენა) გამოვლენილი პალინოლოგიური მონაცემებით დასტურდება ყურძნისა და ვაზის არსებობა. მათგან უძველესი, შულავერის ნამოსახლარების კულტურულ ფენებში მიკვლეულმა ვაზის წიპწების ფინოგენეზურმა ანალიზმა, მათი ფორმების, ზომისა და წონის განსაზღვრამ საფუძველი მისცა სპეციალისტებს გამოეთქვათ მოსაზრება, რომ ისინი უფრო მეტ სიახლოვეს იჩენენ კულტურულ ვაზთან, ვიდრე ველურთან. |
ჟურნალი ამირანი. 2014. ნომერი 25 გვიანი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალები თუშეთის სოფელ ომალოდან ავტორ(ებ)ი: ნუგზარ იდოიძე |
თუშეთის მწყემსური კულტურის ისტორიული სათავეების შესწავლის თვალსაზრისით საყურადღებოა ომალოს (ქვემო ომალო) ტერიტორიაზე გამოვლენილი გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლები. აქ აღმოჩენილ მასალებზე ეთნოლოგიურ ჭრილში წარმოებული დაკვირვებით აღნიშნულ რეგიონში დასტურდება ძირითადი კულტურული რეალიების უწყვეტი ტრადიცია. |