ჟურნალი ამირანი. 2015. ნომერი 26 კოლხეთის დაბლობის ბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარების ქრონოლოგია-პერიოდიზაცია ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე |
კოლხეთის დაბლობის ბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარების ქრონოლოგია-პერიოდიზაციის საკითხებს არაერთი მკვლევარი შეეხო, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. მიუხედვად ამისა მაინც ცალკე გამოვყოფდით ზოგიერთი მეცნიერის დიდ ღვაწლს აღნიშნულ საკითხებზე. ბ. კუფტინმა ამ მიმართულებით პირველმა გაკვალა გზა. |
ჟურნალი ამირანი. 2015. ნომერი 26 ჯემდეთ-ნაზრის პერიოდის გლიპტიკა ავტორ(ებ)ი: შორენა დავითაშვილი |
ძველი აღმოსავლეთის კულტურის კვლევისთვის გლიპტიკის შესწავლას საკვანძო მნიშვნელობა გააჩნია. უმთავრესად საგულისხმო კი, ცილინდრული საბეჭდავებია. მათი წარმოება-გამოყენების დროის არეალი შემოიფარგლება ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლო მესამედიდან აქამენიდურ პერიოდამდე. ხელოვნების სხვა ნიმუშებთან შედარებით საბეჭდავები უხვადაა წარმოდგენილი. ეს, რა თქმა უნდა, მათი ინტენსიური გამოყენებით უნდა აიხსნას. გლიპტიკის კვლევა არა მარტო ძველი აღმოსავლეთის ხელოვნების ისტორიის შესწავლის თვალსაზრისითაა საინტერესო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური სურათის სრული რეპროდუქციისთვის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას თანამედროვე არქეოლოგები ჯემდეთ-ნაზრის პერიოდის გლიპტიკის კვლევას ანიჭებენ. |
ჟურნალი ამირანი. 2016. ნომერი 28 სიონის კულტურა და რამდენიმე სადისკუსიო საკითხი ავტორ(ებ)ი: შორენა დავითაშვილი |
V-IV ათასწლეულების მიჯნაზე კავკასიაში თავს იჩენს არქეოლოგიური კულტურა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში თამაზ კიღურაძის კვლევის საფუძველზე სიონის კულტურის სახელწოდებითაა დამკვიდრებული. მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ეს არა ლოკალური, არამედ დაფარვის ფართე არეალის მქონე კულტურაა, რომელიც ანატოლიასა და ირანშიც იჩენს თავს, საერთაშორისო ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. |
ჟურნალი ამირანი. 2016. ნომერი 28 თრიალეთის კულტურის რამდენიმე არტეფაქტის წარმომავლობის საკითხისთვის ავტორ(ებ)ი: ლევან ჭაბაშვილი |
თრიალეთის შუაბრინჯაოს ხანის კულტურის საგარეო კავშირების საკითხის კვლევას დიდი ისტორია აქვს და მისი წამოწყება ამ კულტურის აღმომჩენის აკად. ბ. კუფტინის სახელს უკავშირდება. თრიალეთის შუაბრინჯაოს ხანის გორასამარხების შესახებ გამოქვეყნებულ პირველივე ნაშრომებში მითითებულ იქნა სამხრეთკავკასიური ხელოვნების ნიმუშების წინააზიური პარალელების შესახებ. დღეისათვის ამ თემაზე მრავალი გამოკვლევა არსებობს როგორც ადგილობრივი, კავკასიელი ისე უცხოელი მეცნიერების მიერ. თუმცა საკითხი შემდგომ კვლევას საჭიროებს. სტატიის მიზანს წარმოადგენს ყურადღება იქნეს გამახვილებული თრიალეთის კულტურის რამდენიმე არტეფაქტის წარმომავლობის შესახებ, რომლებიც აშკარად ასახავს თრიალეთის კულტურის ხანაში ძველაღმოსავლურ სამყაროსთან არსებულ ურთიერთობებს. |