ჟურნალი ამირანი. 2016. ნომერი 28 კოლხეთის მთისწინა ზოლისა და მთიანეთის სამოსახლოდ ათვისების საკითხები ბრინჯაოს ხანაში ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე |
კოლხეთში ბრინჯაოს მეტალურგიულ წამოებასთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემათა შორის ყურადღებას იპყრობს ერთი მეტად საინტერესო საკითხი. კერძოდ, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდზე განლაგებულ სამთამადნო წარმოების ძეგლებთან (მთიანი აფხაზეთი, სვანეთი, ზემო რაჭა) ახლოს ან მიმდებარე ტერიტორიებზე არსებობდა თუ არა ე.წ. სამთო-მეტალურგიული დასახლებები. ამ თვალსაზრისით ასევე მხედველობაში გვაქვს მცირე კავკასიონის მთიანეთში განფენილი სპილენძის საბადოებისა და პოლიმეტალური მადნების გავრცელების ზონა (გურია-აჭარის მხარე, მდ. აჭარისწყლის, მდინარე მერისის, ხეობათა ზემო წელი, მდ. ნატანებისა და ბახვისწყლის სათავეები), სადაც მართალია სპილენძის ძველი გამონამუშევრების კვალი არ დასტურდება, მაგრამ შესაძლოა შორეულ წარსულში ეს საბადოები პოტენციურად დამუშავების ობიექტები ყოფილიყვნენ და მათი კვალი დროთა განმავლობაში გამქრალიყო. |
ჟურნალი ამირანი. 2016. ნომერი 28 კოლხური კულტურის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის განძებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხისათვის ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე |
კოლხური კულტურის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის განძები არაერთ მკვლევარს აქვს განიხილული, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. მიუხედავად ამისა კვლავ რჩება ამ კატეგორიის ძეგლებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, რომელიც ჩვენის აზრით, სამეცნიერო ლიტერატურაში ნაკლებადაა გაშუქებული. წინასწარ აღვნიშნავთ, რომ ასეთს უნდა მიეკუთვნოს შემდეგი საკითხები: იმის გამო, რომ ბრინჯაოს განძებს მიწის სამუშაოებისას ყველაზე ხშირად შემთხვევით პოულობდნენ არაპროფესიონალი ადამიანები, ბუნებრივია ნაკლები ყურადღება ეთმობოდა განძების აღმოჩენის ვითარების გარკვევას და ბევრი რამ შეუმჩნეველი რჩებოდა. |
ჟურნალი ამირანი. 2016. ნომერი 28 კოლხური კულტურა თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ავტორ(ებ)ი: ნინო დოლიძე |
თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია ერთიანი კოლხური კულტურის ერთ-ერთი რეგიონია, სადაც აღმოჩენილია სამაროვნები მდიდარია არა მარტო საბრძოლო-სამეურნეო იარაღებით, არამედ სამკაულებითაც. სწორედ სამკაულების მრავალფეროვნებაზე და სიუხვეზე დაყრდნობით ახლებურად მოხდა ამ სამაროვნების გააზრება, ზოგიერთი მათგანის გადათარიღებაც. შემუშავდა სამკაულის ზოგიერთი ტიპის ტიპოლოგიური და ქრონოლოგიური შკალა, დადგინდა გავრცელების არეალი, გაირკვა ურთიერთობების საკითხები მეზობელ არქეოლოგიურ კულტურებთან და ამ გზით გაცნობიერდა კოლხური კულტურისა და მასში შემავალი ლოკალური ვარიანტების განვითარების ზოგადი სურათი |
ჟურნალი ამირანი. 2001. ნომერი 4 კიდევ ერთხელ კოლხეთის შუა და გვიანბრინჯაოს ხანის კულტურათა ურთიერთმიმართების საკითხებზე ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე |
ქართულ არქეოლოგიურ მეცნიერებაში ერთ-ერთ აქტუალურ და პრობლემურ საკითხად კვლავ რჩება შუა "პროტოკოლხური II ეტაპის" და გვიანბრინჯაოს "ძველკოლხური I ეტაპის" ხანის კულტურათა ურთიერთმიმართების გარკვევა. აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა უკეთესადაა შესწავლილი ლითონის ინვენტარის, კერძოდ ბრინჯაოს ყუამილიანი და კოლხური ცულების სხვადასხვა სახეობის მიხედვით. მკვლევართა უმრავლესობა, ლითონის ინვენტარის მიხედვით, სამართლინად აღიარებს ამ კულტურათა შორის გენეტიკურ კავშირებს. |