ჟურნალი ამირანი. 2017. ნომერი 29 არქაული ელემენტები ბედენურ კერამიკაზე ავტორ(ებ)ი: ალექსანდრე ორჯონიკიძე |
გასული საუკუნის 30-იანი წლების თრიალეთის ბრწყინვალე აღმოჩენებმა იმთავითვე განაპირობა მანამდე უცნობი კულტურის, შემდგომში ბედენურად წოდებულის, შესწავლის აუცილებლობა. მომდევნო ხანებში წარმოებულმა ინტენსიურმა კვლევამ ამ კულტურის არეალი მნიშვნელოვნად გაზარდა და ბედენური ძეგლები აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოავლინა. |
ჟურნალი ამირანი. 2017. ნომერი 29 ბრინჯაოს საკიდების ერთი სახეობა ბრილის სამაროვნიდან ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე, რევაზ დავლიანიძე, ნინო ჩხარტიშვილი |
ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების ძირითად ფონდში დაცულ მასალებზე მუშაობისას ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კომპლექსგარეშე წარმოდგენილმა რამდენიმე უპასპორტო ბრინჯაოს ნივთმა, რომლებიც სავარაუდოდ უნდა ეკუთვნოდეს ბრილის სამაროვნის ე.წ. შუაბრინჯაოს ხანით დათარიღებულ ერთ-ერთ სამარხეულ კომპლექსს. ეს მოსაზრება ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ლითონის ინვენტარი გვხვდება მხოლოდ კოლხეთის მთიანეთში, ზემო რაჭაში - ბრილის სამაროვნის უძველეს ფენაში. |
ჟურნალი ამირანი. 2017. ნომერი 30 ნაზარლების ნაქალაქარზე ჩატარებული ქართულ-გერმანული ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიში ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი |
2017 წლის 11 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ გეოგრაფიულ პუნქტზე, რომელიც შესაბამის დოკუმენტებში მოხსენიებულია - მთა "ნაზარლები"-ს სახელით, ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის (ჰალლე-ვიტენბერგი) ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნამოსახლარის შესასწავლად. |
ჟურნალი ამირანი. 2017. ნომერი 30 ავტორ(ებ)ი: ფელიქს ბლოხერი |
მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის (ჰალლე-ვიტენბერგი) ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია ნაზარლების ნამოსახლარის შესასწავლად. |