ჟურნალი ამირანი. 2017. ნომერი 30 ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე, ბიძინა მურვანიძე, გიორგი ჩუბინიშვილი |
BP-საქართველოს კომპანიასთან დადებული კონტრაქტის თანახმად ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის კვლევის ცენტრის ექსპედიცია 2006 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ბაქო-სუფსის ნათობსადენის ტრასის გაყვანასთან დაკავშირებით არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. გულეიკარში, "ნაეკლესიარის" სახელით ცნობილ ხელოვნურად გამართულ ბორცვ-ნამოსახლარზე. |
ჟურნალი ამირანი. 2018. ნომერი 31 ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი, ფელიქს ბლოხერი, გურამ ყიფიანი, ზურაბ ცქვიტინიძე, შორენა დავითაშვილი, იუდით გვენ შულცი, ბეატრის ვოლლნი, მაქს მორტენ მიხალკი |
უკვე მეორე წელია, რაც მთა "ნაზარლებზე" (შირაქი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) მდებარე გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნაქალაქარს ილიას უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორიისა და ჰალლეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიცია შეისწავლის.
|
ჟურნალი ამირანი. 2018. ნომერი 31 ადრე და გვიანი ბრინჯაოს ხანის ლითონის არტეფაქტების ერთი ნაწილი კოლხეთიდან ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე, შალვა ბუაძე |
წინმდებარე სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდებში დაცულ ადრე და გვიან-ბრინჯაოს ხანის შემთხვევით გამოვლენილ ლითონის იარაღების ერთ ნაწილზე. ასევე მათთან მიმართებაში ზოგადადაა განხილული კოლხეთის ლითონდამუშავებისა და ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების ზოგიერთი საინტერესო საკითხი. |
ჟურნალი ამირანი. 2018. ნომერი 31 კოლხეთის ბრინჯაოს პირველადი და მეორადი მეტალურგიული წარმოების კერების შესწავლის ისტორიისათვის ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე |
კოლხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა კატეგორიის ძეგლებიდან მომდინარე სპილენძ-ბრინჯაოს ნივთების დახასიათებას, მათი ქიმიური ანალიზის შედეგებს, ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების პირველადი და მეორადი კერების შესწავლის საკითხებს მიეძღვნა არაერთი ნაშრომი, რომელთა მიმოხილვა დავისახეთ მიზნად წინამდებარე ნაშრომში. |