ჟურნალი ამირანი. 2018. ნომერი 31 მეხუთე არქეოლოგიური ყრილობა თბილისში ავტორ(ებ)ი: თინა აბულაშვილი |
1881 წელს თბილისში ჩატარდა მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების მეხუთე საერთაშორისო არქეოლოგიური ყრილობა. რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში არქეოლოგიურ ყრილობებს 1869 წლიდან მოყოლებული 2-3 წელიწადში ერთხელ იწვევდნენ, სადაც ამა თუ იმ რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიისა და მისი მომიჯნავე მეცნიერებების აქტუალური საკითხები იხილებოდა. |
ჟურნალი ამირანი. 2018. ნომერი 31 არქეოლოგიური დაზვერვები მარნეულის ველზე ავტორ(ებ)ი: ლევან ლოსაბერიძე |
2017 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სამეცნიერო პროექტების ფარგლებში მოპოვებული გრანტით დაიგეგმა მარნეულის ველის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის შესწავლა, რომელიც გულისხმობდა მოცემული ტერიტორიის კვლევას არქეოლოგიური დაზვერვების საფუძველზე. |
ჟურნალი ამირანი. 2018. ნომერი 31 ერთი არქეოლოგიური ნივთის ფუნქციის განსაზღვრისათვის ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი |
თუ ნაზარლების სამლოცველოში დაუნჯებული "ხატის" განძში შემავალი სხვასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ხასიათს გათვალისწინებით, სავსებით დასაშვებად მიგვაჩნია გარკვეული პარალელების გავლება ქართულ (ზოგადკავკასიურ) ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებულ ელემენტებსა და არქეოლოგიურ არტეფაქტებს შორის. |
ჟურნალი ამირანი. 2019. ნომერი 32 ავტორ(ებ)ი: სიმონე არნჰოლდი, პაატა ბუხრაშვილი, შორენა დავითაშვილი |
ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთით, დაახლოებით 1,5 კილომეტრის მოშორებით მდებარე ბორცვზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „საყარაულო სერს“ უწოდებს და რომელიც სამცნიერო ლიტერატურაში "სამრეკლო"-ს სახელწოდებითაა ცნობილი, საანგარიშო წლის 30 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები (რაზმის ხელ-ბი: პროფ. პაატა ბუხრაშვილი და დოქტორი სიმონე არნჰოლდი). სამკვირიანი გათხრების დასრულების შემდეგ ერთი კვირა დაეთმო კამერალურ სამუშაოებს. |